Error
რუბრიკები
ზუგდიდში "ქართული ოცნებიდან"ერთი პირი გარიცხეს, ორი გააფრთხილეს
ქართული ოცნებიდან`ერთი წევრი გარიცხეს, ორს კი გაფრთხილება მისცეს. გადაწყვეტილება ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიზის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`ემიჯნება `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`პრაიმერიზის დროს მომხდარ დაპირისპირებას, რადგან ნებისმიერი ძალადობრივი ან აგრესიული ქმედება პოლიტიკურ პროცესებში მათთვის მიუღებელია. პარტიიდან გაირიცხა ზაალ თოდუა, გაფრთხილება მიეცა გაიოზ მონიავასა და ლაშა გოგიას.
Print