არჩევნის თავისუფლებისთვის" რეგიონებში შეხვედრებს არასამთავრობო,მედია ორგანიზაციებსა და აქტიურ მოქალაქეებთან გამართავს.პირველი შეხვედრა დღეს,ზუგდიდში,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობოები,მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები,სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
მეორე შეხვედრა 16 ივნისს,ბათუმის პრეს კლუბში იგეგმება.იმავე დღეს,17:00 საათზე,კოალიციის წევრები,პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,ბათუმის ბულვარში საინფორმაციო აქციას გამართავენ,სადაც მოსახლეობას დაურიგებენ კამპანიის - "ეს შენ გეხება" საინფორმაციო ბუკლეტებს.მორიგი შეხვედრა 18 ივნისს,ოზურგეთში გაიმართება.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
შეხვედრების მიზანი საზოგადოებისთვის კამპანიის - "ეს შენ გეხება" თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაა.
შეხვედრების შემდეგ კოალიცია ჯგუფებს დააფუძნებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას მონიტორინგს გაუწევენ, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ
მასალის გამოყენების პირობები