ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თენგიზ ჯგუშიას საქმეზე იმსჯელა და ორი დღის წინ დაკავებული ყოფილ დეპუტატს 2,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჯგუშია იზოლატორიდან თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდება.
პროკურატურა ყოფილი დეპუტატისათვის 2-თვიან წინასწარ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მას ხულიგნობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებდა.
ჯგუშია სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.შელაპარაკების ნიადაგზე, მოწმეების მტკიცებით, მან ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მიმართულებით ისროლა. ჯგუშია აცხადებს, რომ უდანაშაულოა, რადგან მას მერაბ ქვარია თავს დაესხა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით გაისროლა.
მასალის გამოყენების პირობები