პროექტ "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმართველობისთვის" ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების -კახათისა და ახალკახათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები.
ასევე მოკვლეულ იქნა კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში.
[gallery link="file" columns="4"]
სოფელ კახათში გასაწმენდია სანიაღვრე არხები. სარეაბილიტაციაო სოფელში არსებული ორივე საბავშვო ბაღი. მოსახლეობის განცხადებით საჭიროა სოფელში მდგარი სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის აღწერა, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება და მათი პრივატიზება. მოსახლეობა ასევე მოითხოვს სოფლის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას.
სოფელ ახალკახათშიც საბავშვო ბაღი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, ფართის უქონლობის გამო მხოლოდ 25 ბავშის მიღებაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც სოფელში სკოლმადელი ასაკის 40-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. სოფელში მოსაწყობია სანიაღვრე არხი 1,5 კილომეტრიან მონაკვეთზე. საკოდუოს უბანში დაზიანებულია ელექტროსადენები, ასევე შესაცვლელია რვა ელექტრო-ბოძი.
შეხვედრები ტარდება ასოციაცია "ათინათის", "სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოალიციური პროექტის "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" ფარგლებში.
პროექტი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები