Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/riyeeee.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/riyeeee.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/riyeeee.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/riyeeee.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რიყიდან წყლის მილების ამოღებასთან დაკავშირებით „გამჭვირვალობამ“ სამინისტროს წერილით მიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყიდან სასმელი წყლის მილების თვითნებურად ამოღების ფაქტთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს წერილით მიმართავა. „საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გთხოვთ უზრუნველყოთ, სოფელ რიყის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სისტემის მომარაგება, რადგან სავარაუდოდ დამნაშავეთა დადგენა და მათი პასუხისმგებლობის დაყენება სოფელ რიყის მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ბოლო 9 თვის განმავლობაში რიყეში მცხოვრები 150 ოჯახი სასმელ წყალს ასეული მეტრით დაშორებული წყაროდან ეზიდება. მოშლილია სარწყავი სისტემაც, რაც პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე ტოვებს მოსახლეობას“, - ნათქვამია სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილში ასევე საუბარია  ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თლორაიას განცხადებაზე, რომელიც მან ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა.  თოლორაიას განცხადებით, წყლის მილების ამოღება და სარგებლობა რიყის მოსახლეობის სურვილი იყო. თუმცა, როგორც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილშია ნათქვამი, მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ დადგინდა, რომ რყის მოსახლეობა ითხოვდა არა ოლორი-რუხის მაგისტრალის მილების ამოღებას, არამედ იმ მილებისა, რომელიც გალის რაიონიდან ზუგდიდს მიეწოდებოდა წყალი. მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული მილები უკვე ათეული წლებია მწყობრიდანაა  გამოსული. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წერილის თანახმად, რომელიც „გამჭვირვალობამ“ მიიღო, ნათქვამია, რომ სოფელ რიყიდან წყლის მილების ამოღების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ დაზუსტდება კვალიფიკაცია. ცნობისთვის, სოფელ რიყიდან სასმელი წყლის მილები გასული წლის დეკემბერში. ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, თვითნებურად ამოიღეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.