Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/misabishvili.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/misabishvili.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/misabishvili.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/misabishvili.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ნოქალაქევში მისაბიშვილსა და ქალთა კავშირის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)
ნოქალაქევში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წარდგენის შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა. შელაპარაკება ადგილზე , ქალთა კავშირის "ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისათვის" წევრს, ინგა ქარდავასა და სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორ და ამჟამად პარლამენტის წევრ, გურამ მისაბიშვილს  შორის მოხდა. ქალთა კავშირის წევრმა ყოფილ გუბერნატორს თავისი "ნაციონალური" წარსული შეახსენა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა. ქარდავას განცხადებით, მისაბიშვილის გუბერნატორობის პერიოდში "ქართული ოცნების" სენაკის შტაბის წარმომადგენლებს  მუდმივად უშლიდნენ ხელს მუშაობაში და მათზე ზეწილას ახორციელებდნენ. "ეს ის მისაბიშვილია, რომელიც 9 წლის განმავლობაში, სამეგრელოში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებებს ასრულებდა. მისი აქ ყოფნა დღეს ამაზრზენია. მე ის ინგა ქარდავა ვარ, რომლის ზურგზეც გადავიდა "ქართული ოცნების" გამარჯვება სენაკში, რომელსაც ეს ვაჟბატონი, ეს კრიმინალი მისაბიშვილი უშლიდა ხელს", - განაცხადა ქარდავამ. მისაბიშვილის განცხადებით კი, ის გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერია, ამჟამად პარლამენტში დამოუკიდებელი დებუტატის სტატუსით სარგებლობს და ქარდავას განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს. მისივე განცხადებით, ის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას არ აპირებს, თუმცა მის მხარდამჭერად დარჩება. "მე ვარ ცენტრისტი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ამ შემთხევაში ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით", - დასძინა მან. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი "ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისათვის" წევრმა ლალი ანთიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ მარგველაშვილს არჩევნების პერიოდში მისაბიშვილის „მსგავსი“ პიროვნებები დაუდგებიან გვერდში მაშინ ის ვერ გაიმარჯვებს. ინციდენტის განმუხტვა მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.