საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხობში ცოტნეობის დღესასწაულს დაესწრო.
ხობში ივანიშვილთან ერთად პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი და სხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
პრემიერ–მინისტრმა ხობის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და მათ პირობა მისცა, რომ საქართველო ძალიან მალე გამთლიანდება და გაძლიერდება.
ივანიშვილი ცოტნეობის დღესასწაულის შემდეგ სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში გაემგზავრა, სადაც “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პრეზენტაციას დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები