სამეგრელო-ზემო სვანეთის 2014-2021 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგია ზუგდიდში გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში განიხილეს.
სტრაგეგიაზე გუბერნატორის ადმინისტრაციასთან შექმილი სამუშაო ჯგუფი ექსპერტებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა.
რეგიონის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებისას რამდენიმე საკითხი იქნა გამოყოფილი.
ესენია: კარგად განვითარებული ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, მზარდი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის სექტორი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მაქსიმალურად გამოყენება, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მატერიალური აქტივებისა და ბუნებრივი რესურსების სწორი მართვა, სამრეწველო პოტენციალის სტიმულირება. სოფლის მეურნეობის და ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეობის განვითარება, კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემა, ტურისტული ინდუსტრიის მრავალმხრივი განვითარება და სხვა.
შეხვედრაზე დამსწერე საზოგადეობის მიერ სატატეგიის გეგმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრებები იქნა გამოთქმული.
ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯომარის გია ხასიას მიერ, რეგიონული განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს, „ათინათისა“ და თვითმმართველობაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინა.
რეკომენდაცია რამდენიმე საკითხს მოიცავდა, შ.შ.მ. პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, კომუნალური დასუფთავების მოსაკრებლის დაწესება, ნარკომანიისა და პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობა, მათი პრევენციის გზების დასახვა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის თავშესაფრისა და დღის ცენტის მოწყობა, ასევე მათთვის გადასამზადებელი კურსების ორგანიზება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და რელიგიური ტურიზმის განვითარება საპატრიარქოსთან თანამშრომლობით.
დისკუსიისა და განხილვის შემდეგ, გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებით რეგიონული განვითარების გეგმა მიღებულ იქნა.
რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის გელა სვირავას განცხადებით შემუშავებულ გეგმაში გაწერილი მიზნების განხორციელებით რეგიონი გახდება სწრაფად მზარდი რეგიონი საქართველოში მზარდი ეკონომიკითა და სოციალური სფეროთი.
რეგიონული განვითარების პროგრამის მეორე ეტაპი სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ქმედებები, რომელზეც გუბერნატორის ადმინისტრაცია და საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებენ.
დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული სტრატეგია დასამტკიცებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები