ინგრედიენტები:
- 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
- 1/2 თავი საშუალო ზომის ხახვი
- 1/4 ჭიქა ფქვილი
- 1 ცალი კვერცხი
- 1 ჭიქა ზეთი შესაწვავად(ან მეტი საჭიროებისამებრ) მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. გათალეთ კარტოფილი, გაჭერით შუაზე და გახეხეთ ბოსტნეულის სახეხზე ვიწრო ზოლების მისაღებად. შემდეგ კარგად გარეცხეთ ცივ, გამდინარ წყალში. ბოლოს გადაიტანეთ კარტოფილი სამზარეულოს პირსახოცზე, შეუკარით პირი და გაწურეთ ხელით. თხლად დაჭერით ხახვი და მოათავსეთ დიდი ზომის თასში. ჩაუმატეთ დაწრიტული კარტოფილი, ფქვილი და კვერცხი. გემოვნებისამებრ ჩაუმატეთ მარილი და ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
2. გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე, დიდ და ღრმა ტაფაზე (საჭიროა ზეთის 6-მილიმეტრიანი სისქის ფენა). გაყავით კარტოფილის მასა 4 პორციად და როდესაც ზეთი შიშხინს დაიწყებს შეუდექით მათ შებრაწვას. გააბრტყელეთ თითოეული 1,2სმ. სისქის ფენად და შეწვით ორივე მხრიდან.
3. შემწვარი ბრაწულები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი, პილპილი და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები