21 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო. 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმა მან პირადად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბასთან შეათანხმა, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა. საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული პირველი მსხვერპლი სწორედ ამ საგუშაგოზე მომხდარ შეტაკებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები