დანაშაული მომხდარიდან ერთ საათში გაიხსნა. სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 13 აგვისტოს, საღამოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ ჭალადიდში, ბებიასთან სტუმრად მყოფი, 1976 წელს დაბადებული, იროდიონ კაპანაძე გაგუდა და მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჭაობში გადააგდო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები