ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგოვება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრობის“ ლიდერებმა ზუგდიდში დღეს, 15 აგვისტოს დაიწყეს. მოძრაობის ლიდერების განცხადებით, მათ ამ დროისთვის 20-25 ათასმადე ხელმოწერა აქვთ.
ქდმ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი თარგამაძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც "ქრისტიან–დემოკრატების" მიერ არის ინიცირებული და საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებების დაუშვებლობას ითვალისწინებს, საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით აწერს ხელს. „იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოს მომავალზე ფიქრობენ, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მქონე ეროპული სახელმწიფოს მომავალზე, დიდი ხანია შესათავაზებელი იყო ცივილიზებული სამართლებრივი პოლიტიკური ხერხი ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული ღირებულებების მხარდასაჭერად“,- აცხადებს გიორგი თარგამაძე.
მოქალაქეებმა, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებას ხელი მოაწერეს, აცხადებენ, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია და მთავრობამ მისი დაკანონება არ უნდა დაუშვას.
მოძრაობის ლიდერების განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 200 ათასი ხემოწერა სჭირდება, თუმცა მათივე განმარტებით ისინი მზად არიან პარლამენტში 500 ათასი ხელმოწერა შეიტანონ იმის დასამტკიცებლად რომ, მათივე თქმით, ეს მთელი საქართველოს მოთხოვნაა.
მასალის გამოყენების პირობები