საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 130 ათასი ლარი გამოეყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული.
ს/კ „ზუგდიდი“, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია, გამგეობიდან 700 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა, როგორც სხდომაზე განმარტეს, ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ თანხის გამოყოფა გახდა შესაძლებელი.
ცნობისთვის, ს/კ „ზუგდიდს“ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სულ 700 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 280 ათასი ლარი გასული წლის დავალიანების დაფარვას მოხმარდა.
კლუბმა მიმდინარე სეზონისთვის ვარჯიში, ფინანსების გარეშე დაიწყო. გუნდის ხელმძღავნელობის განმარტებით, საფეხბურთო კლუბის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, 1 წლის მანძილზე, სულ 2 მილიონამდე ლარია საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები