ინგრედიენტები:
ცომისთვის
- ფქვილი 500 გ
- საფუარი 6-8 გ
- წყალი 300 მლ
- ზეითუნის ზეთი 2-3 ს.კ
- მარილი 1/3 ჩ.კ
გულსართისთვის
- ხაჭო ან ნადუღი 6 ს.კ
- შაქრის პუდრა 1 ს.კ
- თხევადი თაფლი გემოვნებით
- სასურველი ხილი (ატამი, მარწყვი, კივი, გარგარი, კენკრა)
ფქვილით, წყლით, მარილით, საფუარით და ზეთით მოვზილოთ ცომი. ვაცალოთ ამოფუება და გადავიტანოთ სამუშაო დაფაზე. ამ ცომით მომზადდება 1 დიდი ან 2 საშუალო ზომის პიცა.
ავთქვიფოთ ხაჭო და შაქრის პუდრა.
გავაბრტყელოთ ცომი და წავუსვათ ხაჭო. ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი ხილი, მოვასხათ თაფლი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წთ
მასალის გამოყენების პირობები