2013 წლის 18 აგვისტოს მორიგი შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ყულიშკარისა და ჯიხაშკარის მოსახლეობასთან ჩატარდა.
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები.
ასევე მოკვლეულ იქნა კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში.
[gallery link="file" columns="4"]
სოფელ ყულიშკარში მოსაწყობია სანიაღვრე არხები და მოსახრეშია შიდა გზების უმეტესი ნაწილი. დაზიანებულია წყალმომარაგების სისტემა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოწყობილი ჭაბურღილი მხოლოდ 30 ოჯახს მოამარაგებს. დაზიანებულია სოფლის გამგეობის შენობაც, იგი მდინარის ნაპირას არის აშენებული - მიმდებარედ მოსაწყობია ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ასევე მოითხოვს სოფლის ცენტრში მდგარი ავარიული შენობის დემონტაჟს, დაზიანებული ელექტროსადენების შეცვლასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ყულიშკარის საჯარო სკოლის სახურავი საჭიროებს სრულ განახლებას.
სოფელ ჯიხაშკარში ადგილობივი მოსახლეობის მოითხოვს სოფელში მდგარი XVII საუკუნის ციხე-სიმარგის გაწმენდასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარე-განათების მოწყობას, ასევე სოფლის სასაფლაოებამდე ელექტრო-სადენების მიყვანას. ჯიხაშკარის პირველ საჯარო სკოლას არ მიეწოდება წყალი, ასევე დაზიანებულია სახურავი და განახლებას საჭიროებს. მოსახლეობა ასევე მოითხოვს მეორე საბავშვო ბაღის გახსნასაც.
შეხვედრები ტარდება ასოციაცია „ათინათის“, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის და "სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" კოალიციური პროექტის "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" ფარგლებში.
პროექტი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები