კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისათვის“ დღეს ზუგდიდში შეხვედრა გამართა. შეხვდერა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას არსამთავრობო, მედია ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი საზოგადოებისთვის კამპანიის „ეს შენ გეხება“ -თაობაზე ინფორმაციის მიწოდება იყო. კამპანიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.დამსწრე საზოგადოებამ მათ რეგიონში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კოლიციას განუცხადეს, რომ რეგიონში არსებული ძირითადი პრობლემა საარჩევნო კულტურისა და ინფორმაციის არ ქონაა. სამთავრობო უწყებების მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
შეხვდრაზე ყურადღება კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ ქართულ მაუწყებლობაში „MUST CARRY“-ის პრინციპის შემოღების მიზნით 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების დაწყებაზე გამახვილდა. „ეს შენ გეხებას“ მიერ პარლამეტში განსახილველად შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამნტმა არ განიხილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რადიო „ათინათთან“ კომენტარი კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრმა მაგდა პოპიაშვილმა გააკეთა: „ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, იმისთვის, რომ ეს საკითხი სახელმწიფო ინიციატივის სახით შებრუნდეს პარლამენტში და მოხდეს მისი განხილვა. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა ყველა ის საკითხი რაც წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება.“
შეხვედრა დადებითად შეაფასა ასოციაცია „იმედის“ წარმომადგენელმა ქრისტინე კილანავამ. მისი თქმით კამპანიის საქმიანობა არის ეფექტურად დაგეგმილი, რადგან ძალიან აქტუალურია წინასაარჩევნოდ მსგავს საკითხებზე მსჯელობა და დაინტერესებას საზოგადოების ყველა ფენა გამოხატავს.
მასალის გამოყენების პირობები