Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/pancakes.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ბლინები
ინგრედიენტები
  • 2 ცალი კვერცხი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • მარილი
  • 1/4 ჩ.კ. სოდა
  • თეთრი ძმარი
  • 1/4 ჩ.კ. დარიჩინი
  • ვანილი ან კარაქის და ვანილის ექსტრაქტი
  • 100 -120 მლ რძე
  • 8-10 ს. კ. პურის ფქვილი
  • კარაქი - ცხობისთვის
მომზადების წესი: სანამ მომზადებას დაიწყებთ, ჩართეთ ღუმელი 180 C -ზე და კარგად რომ შეთბება, შემდეგ გამორთეთ. აიღეთ საშუალო ზომის ჯამი. 2 კვერცხს დაამატეთ 5 ს.კ. შაქარი და ათქვიფეთ მაქსიმალური სიჩქარით (მიქსერით) 2 წუთის განმავლობაში. მიიღებთ ფაფუკ, თეთრი ფერის მასას. ჩაის კოვზზე დაყარეთ სოდა და დაასხით რამდენიმე წვეთი თეთრი ძმარი. ჩაასხით მიღებული მასა ჯამში. ასევე დაამათეთ მარილი, რასაც დანის წვერით ამოიღებთ. შეგიძლიათ დაამატოთ 1/4 კოვზი დარიჩინი და ვანილი (ან კარაქისა და ვანილის ექსტრაქტი - Butter vanilla extract). კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ რძე და ისევ მოურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ თითო სუფრის კოვზი პურის ფქვილი და მიქსერით მოურიეთ ყველაზე დაბალი სიჩქარით. ცომი უნდა გამოვიდეს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი. ცომი გააჩერეთ 10 - 15 წუთის მანძილზე. ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე. როდესაც გახურდება, მოუსვით მცირე ოდენობით კარაქი. ჩამჩით ამოიღეთ ბლინის ცომის მასა და ცენტრში წრიული მოძრაობით დაასხით ტაფაზე. საშუალოდ 2 წუთია საჭირო ერთი გვერდის გამოსაცხობად - როგორც კი ბრტყელი ასაღებით შეძლებთ აიღოთ ბლინი, გადმოაბრუნეთ მეორე მხარეს და კიდევ დაახლოებით 1 წუთით გააჩერეთ ტაფაზე. შემდეგ გამომცხვარი ბილინი დადეთ თეფშზე, რომელიც ღუმელში შეინახეთ. ღუმელში შენარჩუნებული ტემპერატურა თბილად შეინახავს თქვენს ბლინებს და შეძლებთ, რომ სუფრაზე თბილი ბლინი მიიტანოთ. ბლინებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, თაფლი, არაჟანი, შოკოლადის სოუსი ან ნეკერჩხლის სიროფი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.