დღეს, 21 აგვისტოს, ასოციაცია „ათინათს“ და რადიო „ათინათს" ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლჰოლი სტუმრობდა. ელჩმა რადიო "ათინათთან“ საუბარში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან არსებულ ურთიერთობზე ისაუბრა. მისი განცხადებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს მთავრობებს შორის მჭიდრო და მყარი ურთიერთობაა.
ამასთან, ჰოლჰოლს იმედი აქვს, რომ მისი ელჩობის პერიოდში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.
„ურთიერთობები დამოკიდებულია არა იმდენად სახელმწიფოებზე, არამედ საზოგადოების შეგნებასა და ძლიერებაზე“. განუცხადა ელჩმა რადიო „ათინათს“.
ბრიტანეთის ელჩმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო პროცესები შეაფასა და განაცხადა რომ ამ დრომდე, საკმაოდ კარგ შთაბეჭდელბას ტოვებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება.
[gallery link="file" columns="4"]
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინტერაქტიული ურთერთობა გვექნება, როგორც ოფიციალურ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან , რათა პროცესებში კარგად გავერკვეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთგვარი კრედიტი აქვს აღებული, გასულ წელს წარმატებულად ჩატარებული არჩევნების სახით. ბრიტანეთის საელჩო შემდეგშიც ყურადღებით დააკვირდება პროცესებს“. განმარტა ელჩმა.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე თუ როგორ აფასებს ქართულ მედიას, ბრიტანეთის ელჩმა უპასუხა: „ ჩემი ქართული არაა საკმარისი იმისათვის, რომ ქართული მედიას გავეცნო. ამიტომ, ჩემთვის ძნელია რაიმე შეფასება მივცე მას. როგორც გავიგე, ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა“.
მასალის გამოყენების პირობები