ინგრედიენტები:
- კრეკერი
- კარაქი
- ვანილი
- შაქარი
- ხაჭო (400 გრ)
- ნაღები 100 მლ
- შაქარი (180)
- ფქვილი 3 ს/კ
- კვერცხი 2 ც
- ლიმონის წვენი
- ბანანი 4 ცალი
მომზადების წესი
კრეკერები დაფშვენით, შეურიეთ შაქარი, გამდნარი კარაქი და ვანილი. ჩატკეპნეთ ფორმის ძირზე და შედგით საყინულეში.
ამასობაში ათქვიფეთ ხაჭო, ნაღები და შაქარი, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, ვანილი და ლიმონის წვენი.
ფორმაში, ჩიზქეიქის გაცივებულ ძირზე გაანაწილეთ ბანანი, დაასხით ხაჭოს კრემი. ზემოდან დაადეთ ბანანის ფაფა. შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსზე 25 წუთი.
ბოლომდე გაციებული ჩიზქეიქი შეგიძლიათ მორთოთ ქოქოსის ფხვნილით და მიირთვით გემრიელად.
მასალის გამოყენების პირობები