ინგრედიენტები:
- ქათმის ბარკალი 1 კგ
- ტყემლის საწებელი 4 ს.კ
- არაჟანი 2 ს.კ
- ნივრის კბილი 3
- პაპრიკა 1.5 ს.კ
- მარილი და პილპილი
- ხმელი სუნელი 1 ჩ.კ
მომზადების წესი:
ქათმის ბარკლები გავრეცხოთ და ხელსახოცით შევაშროთ.
ჯამში ავურიოთ ტყემალი, არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი, ხმელი სუნელი, მარილი და პილპილი. ამ მარინადში ჩავალაგოთ ქათმის ხორცი 3 საათით, შეიძება მთელი ღამითაც.
ღუმელის ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა, წავუსვათ ზეთი, დავალაგოთ ქათმის ნაჭრები, ნაპირებზე დავასხათ სულ ცოტა წყალი, დაახლოებით ჭიქის მესამედი. თავზე გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში, 200 გრადუსზე შესაწვავად, 40 წუთით. შემდეგ თავზე გადავხადოთ, რომ ზემოდან კარგად მოიბრაწოს, თან ვასხათ თავისივე წვენი.
გარნირად მოუმზადეთ წიწიბურა, პიურე, სალათი, ბრინჯი.
მასალის გამოყენების პირობები