სენაკის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავას სარჩელის განხილვა დაიწყო. მურად შამათავა აცხადებს, რომ ის უკანონოდ გაათავისუფლეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და თანამდებობაზე დაბრუნებას.
საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსი კი აცხადებს, რომ შამათავა კანონის სრული დაცვით იქნა გათავისუფლებული და სასამართლოს გადაწყვეტილება არსებული რეალობის შესაბამისი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები