ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შამგონასა და ახალაბასთუმანში, პროექტ “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე, მიმოხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობაში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები.
სოფელ შამგონის მოსახლეობის განმარტებით, სოფელს ძირთადად, საბავშვო ბაღის, სანიაღვრე სისტემისა და ტრანსპორტის პრობლემა აქვთ, მოსახლეობის განმარტებით, 500 კომლიან სოფელს მხოლოდ ორი მიკროავტობუსი ემსახურება. საბავშვო ბაღში კი, ფართის სიმცირის გამო, მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს. შეხვედრაზე შამგონის მოსახლეობამ, ასევე სურვილი გამოთქვა, რომ სასოფლო-სამეორნეო დანიშნულბის მიწას ანალიზი გაუკეთთდეს. მათი განმარტებით, მათთივის უცნობია თუ რა სახის სასუქები სჭირდება თხილის, რომელიც სოფლის ერთ-ერთ ძირითად შემოსავალია.
სოფელ ახალაბასთუმანის მოსახლეობის განმარტებით, მათი ძირითადი პრობლემა მოწესრიგებელი გზები და სანიაღვრე სისტემებია. მათივე თქმით, ასევე კაპიტალურ რემონტს საჭიროებს სკოლა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 10 ათასი ლარია საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი თოდუამ, რომელიც შეხვედრებს პროექტის ფარგლებში ესწრებოდა, სოფლის მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინა.
ასევე, კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რომელიც მსგავსი შეხვედრებიდან იქნება მოკვლეული, გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში.
შეხვედრები ტარდება ასოციაცია „ათინათის“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის და “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის” კოალიციური პროექტის “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში.
პროექტი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები