რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დატბორილია სახნავ-სათესი სავარგულლები და რამდენიმე ათეული ოჯახი. ასევე დაზიანებულია ხიდები და თითქმის ყველა თემში ჩამოირეცხა სავალი გზები. სტიქიის შედეგად მიყებებული ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები