ინგრედიენტები:
- თევზის ფილე 400 გ
- დაკონსერვებული ბარდა 1 ქილა
- ტომატ-პასტა 2-3 ს.კ
- წყალი 2-3 ჭიქა
- სტაფილო 1
- ხახვი 3
- პაპრიკა 1 ს.კ
- ძირა 1/2 ჩ.კ
- შაქარი 1 ს.კ
- ლიმონის წვენი მარინადისთვის
- მარილი და წიწაკა
თევზი დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და დავასხათ ლიმონის წვენი. 20 წუთის შემდეგ თევზის ნაჭრები ორივე მხრიდან მოვბრაწოთ ზეთდასხმულ ტაფაზე.
იმავე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, დავამატოთ სანელებლები, პამიდვრის პასტა, წყალი და შაქარი, მოვურიოთ, ჩავაწყოთ შიგ თევზის ნაჭრები და დავამატოთ ბარდა და ვხარშოთ 5-10 წუთის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები