ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ ბავშვების მე-5 ნაკადი ეწვია. ბანაკში სხვა ბავშვებთან ერთად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომსა და „აისაფის“ მისიაში დაღუპული სამხედროების შვილები გაემგზავრნენ. პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
,,მომავლის ბანაკის“ მიზანი არის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთმცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2013 წლის პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში ანაკლიის ბანაკში მონაწილეობის საშუალება მიეცემა 2000-ზე მეტ ახალგაზრდას. ბანაკი იქნება 2013 წლის 20 ივლისიდან - 21 სექტემბრამდე. დაყოფილია 7 ნაკადად და თითოეულში მონაწილეობას მიიღებს 288ახალგაზრდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით 14-18 წლამდე მოსწავლეები შეირჩა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
ლიდერების შერჩვევა განხორციელდა ღია კონკურსის საშუალებით. მონაწილეები გაივლიან მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, ტოლერანტობის, არჩევნების და საქართველოს ისტორიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები