ინგლისის ნაკრების ექს–კაპიტანი დევიდ ბექჰემი ლონდონის ცენტრში რესტორანს გახსნის. უამრავ წინადადებათაგან, რომლებიც ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ მიიღო, არჩევანი ჯერჯერობით რესტორანზე შეჩერდა.
რესტორნის სახელწოდება Union Street Cafe. ის Union Street და Great Suffolk Street ქუჩებზე განლაგდება. ეს ლონდონის ერთ–ერთი ყველაზე ხალხმრავალი უბანია.
ახალ რესტორანში ევროპული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო იქნება.
ბექჰემს სარესტორნო ბიზნესის ნიუანსებში მისი ძველი მეგობარი, სახელგანთქმული შეფ–მზარეული გორდონ რამზი გაარკვევს.
მსოფლიო ვარსკვლავი რესტორნთა ქსელის შექმნას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნები, უახლოეს დროში, ნიუ იორკში, იბიცაზე, მილანსა და მოსკოვში გაჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები