მონიკა ბელუჩიმ და ვენსან კასელმა გაყრა გადაწყვიტეს, წერს იტალური სააგენტო Ansa.
ამჟამად ბელუჩი სერბიაში, ემირ კუსტურიცას ფილმის გადაღებებზე იმყოფება. სწორედ მსახიობის პრეს–სამსახურმა განუცხადა ჟურნალისტებს წყვილის დაშორების შესახებ.
კასელმა და ბელუჩიმ ერთმანეთი 1996 წელს, ფილმის „ბინა“ გადაღებების დროს გაიცნეს. 1999 წელს
წყვილი დაქორწინდა. 2004 წელს, რომში მათ ქალიშვილი დევა, ხოლო 2010 წელს – ვაჟი ლეონი ეყოლათ.
დღესვე უცხოურ პრესაში კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილის, მაიკლ დუგლასის და კეტრინ–ზეტა ჯონსის გაყრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ისინი 2000 წელს დაქორწინდნენ. მსახიობი ქალი თავის მეუღლეზე 25 წლითაა უმცროსი.
მასალის გამოყენების პირობები