ჟურნალ Forbes–ის რეიტინგის მიხედვით, რომელსაც გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს, მადონა მსფოლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია მსოფლიოში. 2013 წელს მომღერლმა 305 მილიონი დოლარი გამოიმუშავა
მეორე ადგილი სტივენ სპილბერგს ერგო, 100 მილიონი დოლარით. მესამე ადგილზე არიან წამყვანები საიმონ ქოუელი და ჰოვარდ სტერნი, ასევე გახმაურებული რომანის «ნაცრისფერის 50 ელფერი» ავტორი ე.ლ. ჯეიმსი. ყოველი მათგანის ანგარიში 95 მილიონი დოლარით შეივსო.
ათეულის ბოლოში Lady GaGa მოექცა 80 მილიონი დოლარით.
ოპრა უინფრი, რომელიც გასულ წელს აღნიშნული რეიტინგის სათავეში იყო, ამჯერად მე–13 ადგილზე აღმოჩნდა, 77 მილიონი დოლარით.
მასალის გამოყენების პირობები