სახალხო-დემოკრატიული პარტიის სმეგრელო-ზემო სვანეთის შტაბის ხელმძღვანელმა ვახუშტი ფარცვანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ფარცავანიამ ბრიფინგზე მოძრაობის სახელით მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც ხალხის მიერ აჩეული მთავრობის მორიგი სამთავრობო სხდომის ზუგდიდში გამართვას გულისხმობს.
მისივე განმარტებით სამთავრობო სხდომის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მხარის ყველა რაიონის სახალხო წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე უნდა გაეცნონ მოსახლეობისთის საჭირბოროტო საკითხებს. ასევე ფრონტისპირა რეგიონში ხალხს ქუჩებში შეხვდნენ და პასუხი გასცენ ამ ხნის განმავლობაში სამეგრელოს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.
ვახუშტი ფარცვანია მოთხოვნაზე პასუხს ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში ელოდება.
დღევანდელ ბრიფინგზე სახალხო-მოძრაობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მოძრაობა მხარს უჭერს არსამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“ და მის მხარდამჭერ ყველა სახალხო მოძრაობის აზრსა და ინიციატივას იმის შესახებ, რომ საქართველოში დაიწყოს ერთიანი სახალხო მოძრაობის ტალღა, რომელიც ამიერიდან მოსთხოვს საქართველოს ნებისმიერ მთავრობას ითანამშრომლოს ხალხთან.
მასალის გამოყენების პირობები