ინგრედიენტები:
- ფქვილი 1.5 ჭ
- დარბილებული კარაქი 75 გ
- გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ
- მარილი 1/4 ჩ.კ
- კარდამონი 1/4 ჩ.კ
- შაქარი 3/4 ჭ
- ზეთი 1/3 ჭ
- კვერცხი 2
- ფორთოხლის ცედრა 2 ჩ.კ
- ვანილი
- შავი ქლიავი
მომზადების წესი:
შევურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კარდამონი.
ავთქვიფოთ კარაქი, დაახლოებით 3 წუთი, შემდეგ დავამატოთ შაქარი, შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. დავამატოთ ზეთი, ცედრა და ვანილი. ავთქვიფოთ საშუალო სიჩქარეზე.
ფქვილი ჩავამატოთ კარაქში და გადავურიოთ.
საშუალო ზომის ფორმას (20*20 სმ) წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. გადავიტანოთ ცომი და დავალაგოთ შუაზე გაჭრილი ქლიავები.
ცხვება 180 გრადუსზე, 40 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. 15 წუთი ფორმაშივე დავტოვოთ, შემდეგ ამოვიღოთ და გავაციოთ.
მასალის გამოყენების პირობები