ხბოს ღვიძლი 600 გ
ხახვი 2
კარაქი 50 გ
ზეითუნის ზეთი 2 ს.კ
თეთრი ღვინო 100 მლ
ნაღები 32% -36% 100 მლ
მარილი და პილპილი
ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ.ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ღვიძლიც. ვშუშოთ სანამ ღვიძლი ფერს შეიცვლის. დავამატოთ ქონდარი. ვშუშოთ დაახლოებით 8 წუთი, დავასხათ ღვინო. ღვინის აორთქლების შემდეგ დავამატოთ ნაღები და წამოვადუღოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი, გადავიტანოთ ბლენდერში და ერთიან მასად ვაქციოთ.
შევინახოთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში, მაცივარში. უმჯობესია, მეორე დღეს მივირთვათ
მასალის გამოყენების პირობები