იტალიურ კუნძულ ლიდოზე ვენეციის კინოფესტივალი დაიწყო, რომელსაც ალფონსო კუარონას ფილმი „გრავიტაცია“ ხსნის . ეს 3D ფორმატით გადაღებული პირველი ფილმია, რომელსაც ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენებენ.
მთავარი როლი „გრავიტაციაში“ სანდრა ბულოკმა და ჯოჯრ კლუნიმ შეასრულეს.
მეორე ფილმი “ალმანაჰი” გადაღებულია მსფოლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70 რეჟისორის მიერ და წარმოადგენს მცირემეტრაჟიან ფილმებს, რომელთა ქრონომეტრაჟი 60-90 წამია და ის ვენეციის ფესტივალის ისტორიას წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსზე 20 ფილმი იქნება წარდგენილი. ვენეციის კინოფესტივალი 7 სექტემბერს გამარჯვებულთა გამოცხადებითა და ბრაზილიურ-ფრანგული დოკუმენტური ფილმის “ამაზონიას” ჩვენებით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები