ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოების შვილები , მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს განმუხურის აკვა-პარკში დაისვენებენ. ინიციატივა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეკუთვნის.
„გვინდოდა სამღვდელო პირების შვილები ცოტათი გაგვეხარებინა და გადავწყვიტეთ განმუხურის აკვაპარკში დაგვპატიჟებინა. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო აკვა-პარკის ხელმძრვანელობას, რომლებმაც უსასყიდლოდ და დიდი სიყვარულით მიანიჭეს ბავშვებს ასეთი დიდი სიხარული. უფასო ავტობუსების გამოყოფისთვის, ასევე მადლობას ვუხდით გამგეობას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტიმა, მეუფე გერასიმემ.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოების შვილები, განმუხურის აკვაპარკში, ერთი დღით დაისვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები