ინგრედიენტები:
ტკბილი წიწაკა, წითელი 2
ნიგოზი, გატარებული 200 გ
აჯიკა 1/2 ჩ.კ
ქინძი 1 კონა
წყალი 60 მლ
მარილი
ბროწეულის მარცვლები
ზეთი 2 ს.კ
წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე 4-5 ნაჭრად დავჭრათ. დავასხათ მდურარე წყალი და გავაჩეროთ 2 წუთი. შემდეგ გადავწუროთ და გავაშროთ ხელსახოცით.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ორივე მხრიდან შევწვათ წიწაკის ნაჭრები. დავალაგოთ ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. გაცივების შემდეგ კანი გავაცალოთ.
მოვამზადოთ გულსართი: შევურიოთ ერთმანეთს ნიგოზი, აჯიკა, დაჭრილი ქინძი, წყალი და ავურიოთ. თუ საჭიროა, დავამატოთ მარილიც.
დავადოთ გული წიწაკის ნაჭრებს და გადავახვიოთ.მოვრთოთ ბროწეულით და ქინძის ფოთლებით.
მასალის გამოყენების პირობები