სენაკში, სასწრაფო დახმარებისა და დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები "არქიმედე გლობალ ჯორჯიას" სახელფასო დავალიანების დაფარვას სთხოვენ.
ექიმების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა მათ კუთვნილი ხელფასები არ აუღიათ.
ექიმები განმარტავენ, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსების პრობლემა არ გააჩნიათ, თუმცა "არქიმედე გლობალ ჯორჯია" ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.
ექიმები, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები