ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფაცამ სენაკის რაიონში 25-მდე სახლი დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. ადგილობრივების განცხადებით, აუცილებლად ასაშენებელია მდინარესთან ჯებირები. ეს ჯებირები დაახლოებით ერთი თვის წინ წყალდიდობის დროს დაზიანდა და მას შემდეგ შეკეთება ვერ მოხერხდა. მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების დროულად დაწყებას ითხოვს.
ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალურმა მთავრობამ ფონდში თანხა უკვე ჩარიცხა და უახლოეს დღეებში პროექტზე მუშაობა დასრულდება და აღდგენითი სამუშოები დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები