ანაკლიის მომავლის ბანაკს უცხოეთში მცხოვრები 50-მდე თანამემამულე სტუმრობს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ზაალ სარაჯიშვილმა ანაკლიის მომავლის ბანაკში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, კერძოდ, კახის რაიონიდან ჩამოყვანილი ბავშვები მოინახულა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზდრობის ეროვნული ცენტრისა და დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.
ანაკლიის მომავლის ბანაკში ასევე გაიმართა ტურნირი ჭადრაკში და გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა დაჯილდოეს. ბანაკს 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისაგან დაკომპლექტებული 7 ნაკადი სტუმრობს. საერთო ჯამში ბანაკს 2 000-ზე მეტი დამსვენებელი ეყოლება.
მასალის გამოყენების პირობები