ინგრედიენტები:
- თევზის ფილე, კანიანად 800 გ
- მსხვილი მარილი 3 ს.კ
- შაქარი 3 ს.კ
- ვარდისფერი პილპილი, დანაყილი 1 ს.კ
- პირშუშხა, გახეხილი (მზა სოუსი) 100 გ
- კამა 10 ტოტი
მომზადების წესი:
მარილი, შაქარი და პილპილი ერთმანეთში ავურიოთ და ფილეს წავუსვათ. ზემოდან გადავუსვათ პირშუშხა და კამის ტოტები დავადოთ. მჭიდროდ შევახვიოთ პერგამენტის ქაღალდში, ჩავდოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან რაიმე მძიმე დავადოთ.
24 საათი შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავასუფთაოთ მარილის, პირშუშხას და კამის ნარჩენებისგან და თხელ ფირფიტებად დავჭრათ. სუფრაზე ჭვავის პურთან ერთად მივიტანოთ.
მასალის გამოყენების პირობები