არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნონა უბილავა, დევნილების ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. უბილავას ინფორმაციით აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სპეციალური დოკუმენტების გაცემა შეაჩერა, რომელიც დევნილების ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსვლას უზრუნველყოფდა.
ამასთან უბილავა დასძენს რომ რეგისტრაციის გასავლელად გადმოსულ დევნილებს რუსი მესაზღვრეები აკავებენ და 2000 რუბლით აჯარიმებენ.
უბილავას განმარტებით კარგი იქნება თუ დევნილთა და განსახლების სამინისტრო პოცესის მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩართავს რათა თითოეულმა დევნილმა შეძოს რეგისტრაციის გავლა და დევნილის სტატუსის შენარჩუნება.
მასალის გამოყენების პირობები