ინგრედიენტები:
- ქათამი 1.5 კგ
- ბრინჯი 150 გ
- სოკო 250 გ
- ხახვი 2 ცალი
- ზეითუნის ზეთი 2-3 ს.კ
- ნიორი 2-3 კბილი
- მარილი და პილპილი
ქათამი კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ.
დანაყილი ნიორი, მარილი და წიწაკა შევურიოთ ზეითუნის ზეთში. კარგად წავუსვათ ქათამს შიგნიდან და გარედან. შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში და მოვამზადოთ გულსართი.
ხახვი დავჭრათ წვრილად, სოკო ფირფიტებად. მოვშუშოთ ტაფაზე ერთად, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და იმავე ტაფაზე მშრალად მოვშუშოთ ბრინჯი, შემდეგ დავასხათ ბულიონი ან წყალი და მოვხარშოთ. შევურიოთ ბრინჯი და სოკო, დავამატოთ მარილი და პილპილი.
გამოვუვსოთ ქათამს მუცელი ამ ფარშით, დავამაგროთ ხის ჩხირებით, რომ არ გადმოიპნეს და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1.5 საათი.
მასალის გამოყენების პირობები