Error
რუბრიკები
ყურძნის სალათა
ინგრედიენტები:
  • 1,8 კგ. უკურკო ყურძენი (მწვანე ან შერეული)
  • 225 გ. ნაღების ყველი
  • 225 გ. არაჟანი
  • 100 გ. თეთრი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 110 გ. თხლად დაჭრილი თხილი
პირველი ეტაპი: გარეცხეთ და გაამშრალეთ ყურძენი. დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, ნაღების ყველი, თეთრი შაქარი და ვანილი. თასში ჩაამატეთ ყურძნის მარცვლები და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ. მეორე ეტაპი: სალათს ზევიდან მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და შემდეგ დაჭრილი თხილი. მოურიეთ ბოლოჯერ და მირთმევამდე მაცივარში შედგით გასაცივებლად.  
Print