ამ წუთებში ზუგდიდის მთავარ გამზირზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სიტყვით მიმართავს.
"ჩვენ ერთად ვდგავართ ის ხალხი ვინც იბრძოდა, იბრძვის და იბრძლებს საქართველოს მომავლისთვის, თავისუფლებისთვის", ასე მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.
ბაქრაძე შეკრებილებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების, ნატოს და ევროკავშირის მნიშვნელობაზე ესაუბრება. მან ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გააკრიტიკა. მისი თქმით ოკუპანტებთან ურთიერთობას გაანალიზება არ სჭირდება.
"ოკუპანტებთან მისვლას არა აქვს პლიუსები. რუსეთი თუ ევროკავშირი, ჩვენ გვინდა ევროკავშირი და თავისუფლება" მიმართა ამომრჩევლებს ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები