ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის ბავშვთა სახლის საპატრიარქოსთვის გადაცემას ამჯერად 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. მათ შორის ასოციაცია „ათინათი“, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა სოციაცია „დეა“, ქალთა კავშირი „ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის”, არასრულწლოვანთა და ხანდაზმულთა დახმარების ცენტრი „მადლი“ და სხვ. ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. ისინი პრემიერისგან თანადგომას ითხოვენ. შამგონის სკოლა-ინტერნატი 2012 ივლისში დაიხურა.
„შამგონის სკოლა-ინტერნატი არის უნიკალური და უძველისი სკოლა და მისი დახურვა ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. პრემიერ- მინისტრს თანადგომას და მხარადჭერას ვთხოვთ, რათა სკოლა გადეცეს საპატრიარქოს“, უთხრა რადიო "ათინათს" ქალთა კავშირი „ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ხელმძღვანელმა ინგა ქარდავამ.
ამასთან, შამგონის ბავშვთა სახლის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სკოლა დღესაც მზად არის 200-მდე ბავშვი მიიღოს.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის სკოლა-ინტერნატის ყოფილი თანამშრომლები და მშობლები სკოლის აღდგენის მოთხოვნით ერთი კვირის წინ შეიკრიბა. სკოლის ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, საპატრიაროს აქვს პროექტი, რომლის თანახმად შამგონის ყოფილ ბავშვთა სახლის შენობის ბაზაზე შესაძლოა სახელოვნებო სკოლა-პანსიონი გაიხსნას.
შამგონის ბავშვთა სახლი 1952 წელს დაარსდა. 1959-93 წლებში ფუნქციონირებდა , როგორც ზუგდიდის საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1993-96 წლებში კი როგორც ზუგდიდის ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი. 2009 წელს ჯანდაცვის სამინიტროს გადაეცა და 2012 წლამდე ზუგდიდის ბავშვთა სახლის სახელით იყო ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები