ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. BMW-ს ფირმის ავტომანქანა სავალი გზიდან გადავიდა და ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად, მანქანაში მჯდომი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები