სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი დააკავეს.
როგორც რადიო "ათინათთს" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა ამ დროისთის მათთვის უცნობია დაკავების მიზეზი.
"ამ წუთებში ვარკვევ რის საფუძველძე მოხდა ჩემი მოადგილის დაკავება. დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით" , -განუცხადა რადიო " ათინათს" კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მესტიის გამგეობაში ალექსანდრე ხორგუანის დაკავებას მოულოდნელს და გამაოგნებელს უწოდებენ.
დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის რაიონში, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, დოკუმენტებში სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მეწარმისგან, ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო. ამის შესახებ ისნფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები