ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან სასკოლო გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.
აღნიშნულზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ გარევაჭრობა კანონდარღვევაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განმარტებით, გამგეობა მსჯელობს პრობლემის მოგვარების საკითხზე და სავარაუდოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება მხოლოდ დღესასწაულებამდე 1-2 დღით ადრე. ღურწკაია აქვე დასძენს, რომ გამგეობა გარემოვაჭრეებისთვის ტერიტორიას და მათთვის სპეციალურად დამზადებულ პაველეონს გამოიყოფს.
მასალის გამოყენების პირობები