დღეს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლება დაიწყო, მიმდინარე წლის სასწავლო წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლა, სოფელ ურთა, ანაკლია ახალკახათი, ეტრგეტა, ქალაქის მერვე და მეათე საჯარო სკოლები მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესს მოგვიანებით შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რსურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ქებურიამ მოიაწოდა. ქებურია აქვე დასძენს რომ სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლა სანახევროდ შეუერთდა სასწავლო წელს რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ პირველმა კლასელებმა დაიწყეს დღეს სასწავლო პროცესი.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოები და ასევე პირველ კლასელებს გაუმჯობესებული პროგრამით ბუქები გადაეცათ. განათლების სამინისტროს ცნობით მხოლოდ რამდენიმე სკოლა, სარემონტო სამუშაოების გამო ვერ უერთდება სასწავლო პროცესს.
მასალის გამოყენების პირობები