17 სექტემბრიდან, ზუგდიდში დევნილებისთვის ტერიტორიული ორგანოს პირველ სართულზე რეგისტრაციის ერთი პუნქტი ამოქმედდება, რომელიც წლის ბოლომდე იფუნქციონირებს. ოთხი პუნქტიდან, რომელიც დევნილებს ემსახურებოდა, სამი უკვე დაიხურა. ახალ პუნქტში ხვალიდან რეგისტრაცია ზუგდიდში -სამეგრელოში დარეგისტრირებულ ნებისმიერ დევნილს შეუძლია, განუცხადა რადიო „ათინათს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ.
ოფიციალური მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 45 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია. უწყების ხელმძღვანელი არ ფლობს ინფორმაციას, ამ დროისთვის თუ რამდენმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა გაიარა რეგისტრაცია.
მასალის გამოყენების პირობები