16 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. აქედან მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტტის სამ საჯარო სკოლაში – წალენჯიხის N2, მიქავას თემის N1 და N2 საჯარო სკოლებში სწავლა 23 სექტემბერს განახლდება.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.
წინა წლებისგან განსხვავებით წელს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმძღვანელო უფასოდ დაურიგდა. ასევე, წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლის 257 პირველკლასელს და მათ დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ ნეთბუქები.
მასალის გამოყენების პირობები