ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ადგილობრივების განცხადებით სასწავლო დაწესებულება ორადაა დაყოფილი და სკოლის ნაწილი მეზობელ სოფელში ფუნქციონირებს.
მოსწავლეებს და პედაგგებს ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. სოფელ ოქტომბერის სკოლის მოსწავლეები და მშობლები აღნიშნული სკოლისთვის ადრინდელი სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, სოფლის საჯარო სკოლა, განათლების სამინისტროს დაკვეთით ზუგდიდის განათლების რესურსცენტრმა აღნიშნული სკოლა საბაზისო გახადა. სანამ სკოლა ადრინდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება, სოფელ ოქტომბერის სკოლაში მშობლები ბავშვების გაშვებას არ აპირებენ.ისინი განათლების სამინისტროს მოუწოდებენ რომ სრულყფილი ფუნქციონირება აღადგინონ და სასწავლო პროცესი მთლიანად ოქტომბერში გადმოიტანონ. აღნიშნულ საკითხზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები